დინამოს ნაცვლად უნგრეთი 

ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს 

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ქართველი თავდამსხმელი, რომელსაც თბილისის დინამოში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, მეზოკოვეშდში ითამაშებს. 


გუნდი, რომელთანაც 25 წლის ფორვარდმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მეზოკოვეშდმა უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის წინა სეზონში მეექვსე ადგილზე გავიდა, თასზე გამოსვლა კი მეოთხედფინალში დაასრულა. 


ზივზივაძე უნგრულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ბოლოს ის ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა, მანამდე კი მას თბილისის დინამოში, სამტრედიაში და დანიურ ესბიერგშიც უთამაშია. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.