ჰაკუჰო და კაკურიუ - ნაგოიას ორი დაუმარცხებელი იოკოძუნა (ვიდეო)

ოძეკებისა და იოკოძუნების ორთაბრძოლები ერთ ლინკზე

მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და კაკურიუ ნაგოია ბაშოზე შესანიშნავად ასპარეზობენ. სუმოს ელიტას სულ 72 დიდი ჩემპიონი ჰყავ(და)ს და რა გასაკვირია ეს ტურნირიც მათი დომინაციით რომ მიმდინარეობს. 

 

თეთრმა ფენიქსმა ნაგოია ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინის თანაგუნდელი, ბულგარელი აოიამა დაამარცხა, ხოლო წეროდრაკონმა იაპონელი ენდო...

 

ორივე მათგანის ბალნსი ამჟამად 6:0-ზე აქვს.

 

 

დასავლეთის ოძეკი ტაკაიასუ ნაგოია ბაშოს ერთ-ერთი ლიდერია. ტახმა, როგორც მას იაპონიაში პატივისცემით ეძახიან, დღეს მესამე მაეგაშირა დაიეიშო დაამარცხა. ექვსი დღის შემდეგ, ტაკაიასუმ ხუთი ბრძოლა მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ისიც სკანდალურ  ბრძოლაში კომოსუბ რიუდენთან.  ყველა თანხმდება, რომ ოძეკის ამ ტურნირზე მონოი (სამსაჯო კონსილიუმი) ძალიან ჩაგრავს.

 

 

ოძეკი გოეიდო მის მშობლიურ ქალაქში მხოლოდ კაჩი-კოშიზე (დადებით ბალანსზე) თუ იფიქრებს, რადგან მეექვსე დღეს შოდაისთან ორთაბრძოლაში უკვე მესამედ წააგო.