სანდოხაძემ კარპატი დატოვა 

ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა 

ჩვენი ინფორმაციით ნიკა სანდოხაძემ ლვოვის კარპატი დატოვა. 


25 წლის ქართველმა მცველმა, რომელიც უკრაინულ კლუბში 2018 წლის იანვრიდან ირიცხებოდა, კარპატი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. 


სანდოხაძე, საქართველოს თითქმის ყველა ასკობრივ ნაკრებში უთამაშია და ჯამში 17 გოლიც გაუტანია, სხვადსხვა დროს ის თბილისის დინამოში, ქუთაისი ტორპედოსა და ლოკომოტივში ირიცხებოდა.

 

საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს იგი სამტრედიაში გამოდიოდა, რომელთან ერთადაც გარდამავალი ჩემპიონატის მოგება მოახერხა. კარპატში ყოფნისას, ის განათხოვრებით ლატვიურ რიგასში გამოდიოდა.