რომა ალდერვეირელდის შეძენას აპირებს

რომამ ტოტენჰემთან მოლაპარაკებები დაიწყო

‘ Calciomercato”-   ს ცნობით, ტოტენჰემის 30 წლის ცენტრალური მცველის ტობი ალდერვეილერდის შეძენით, რომა სერიოზულად არის დაინტერესებული. ბელგიის ნაკრების ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, მოლაპარაკებები კლუბებს შორის დაწყებულია და ტრანსფერის ფასი დაახლოებით, 25 მილიონი ევრო იქნება.

 

მცველს ტოტენჰემის მაისურით, ჯამში 159 შეხვედრა აქვს გამართული, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ალდერვეილერდი ტოტენჰემს, 2015 წელს, მადრიდის ატლეტიკოდან, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ტობი აიაქსის აკადემიის აღზრდილია და მისი პროფესიონალური დებიუტი სწორედ ამსტერდამ არენაზე შედგა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.