პეპი ყოფილ შეგირდს იბრუნებს?

მწვრთნელმა და ფეხბურთელმა ბარსაში ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგეს...

ბრიტანული Talksport წერს, რომ პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიში დანი ალვეშის ხილვა სურს. საქმე იმაშია, რომ ქალაქელთა მარცხენა მცველი დანილო უკმაყოფილოა კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობით და სხვაგან გადასვლას აპირებს.

 

გვარდიოლას ხელმძღვანელობით ალვეში ბარსელონაში 2008-12 წლებში უკვე თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგა ერთად ორჯერ მოიგეს.

 

ბრაზილიელი ფეხბურთელის უკანასკნელი კლუბი პსჟ-იყო, რომლის შემადგენლობაშიც მონაწილეობა 29 შეხვედრაში მიიღო, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.