La Depeche: ხოჭოლავას ფრანგული კლუბი ეპატიჟება

ფრანგული La Depeche წერს, რომ ტულუზა ქართველ მცველ დავით ხოჭოლავას ეპატიჟება.

ხოჭოლავა 2017 წლიდან დონეცკის სახტარშია და გასულ სეზონში 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ითამშა ჩემპიონთა ლიგაზე, მოხვდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში... 

 

ტულუზამ ამ ზაფხულს მცველი კრისტიან ჟულიენი სელტიკში გაყიდა და 8 მილიონი მიიღო. ახლა მისი შემცვლელი სურთ და ხოჭოლავასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. დაახლოებით 5 მილიონ ევროზეა საუბარი. 

 

ტულუზამ საფრანგეთის ლიგა 1–ის სეზონი მე–16 (ბოლოდან მეხუთე) ადგილზე დაასრულა.  




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.