დიბალა: სამპაოლი გამარჯობას არ მეუბნებოდა

დიბალამ რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა

პაოლა დიბალამ ხორხე სამპოლის ხელმძღვანელობით რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მხოლოდ 1 თამაშში მიიღო და ისიც მხოლოდ 22 წუთით. იუვენტუსის შემტევმა მასსა და მწვრთნელს შორის უთანხმოებაზე გულწრფელად ისაუბრა.

 

„სანამ რუსეთში წავიდოდით, მწვრთნელთან ვილაპარაკე, თუმცა იქ ჩასვლის შემდეგ, კომუნიკაცია საერთოდ არ გვქონია. ის გამარჯობასაც არ მეუბნებოდა. უცნაურია, როდესაც ერთად ბაზაზე ცხოვრობთ, ერთმანეთს ხშირად ხვდებით და მწვრთნელი საერთოდ არ გელაპარაკება, არ გეკითხება თავს როგორ გრძნობ.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობდი რომ პრობლემა ჩემში იყო.

 

სკალონისთან განსხვავებული სიტუაციაა. სანამ კოპა ამერიკა დაიწყებოდა, ვისაუბრეთ და მან მითხრა, რომ ნაკრებში ცხრიანის პოზიციაზე მხედავს“, - თქვა არგენტინელმა