კონორი 'Forbes'' - ის 100- ეულშია

პაუზის მიუხედავად კონორი დომინირებს

კონორ მაკგრეგორმა, ბოლო ბრძოლა წინა წელს გამართა, მაგრამ UFC- ის სუპერვარსკვლავი, მაინც არის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი, მსოფლიოს ცნობილთა შორის.

 

 

ოთხშაბათს,  ‘ Forbes’’- მა, 2019 წლის,  მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილთა 100- ეული გამოავლინა, სადაც კონორი 65- ე ადგილს იკავებს.

 

‘ Forbes’- ის ცნობით, ირლანდიელმა მებრძოლმა,  47 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც მეტ წილს, ხაბიბ ნურმაგომდოვთან დამარცხების შემდეგ მიღებული 30 მილიონი დოლარი შეადგენს. ეს თანხა ყველაზე დიდია UFC- ის ისტორიაში რაც კი მეორე ხარისხოვან ჯილდოდ მიღებულა.

 

კონორის სახელფასო შემოსავალი,წელიწადში, 3 მილიონ დოლარს შეადგენს. ხელფასს დამატებული სპონსორის ანაზღაურება, სპორტულმა ბრენდმა, Reebok- მა მაკგერგორს, 5 მილიონი დოლარი გადაუხადა და ასევე მებრძოლის პირადი ბიზნესი ვისკის (Proper No . 12)- ის წარმოება.

 

მაკრეგორი აქამდეც იყო დასახელებული Forbes- ის, მარღალშემოსავლიანი ათლეტების რეიტინგში, მაგრამ ამ წლის სიაში უმეტესი ნაწილი: კინოდან, ტელევიზიიდან, მუსიკიდან და სხვადასხვა ინდუსტრიის სფეროებიდან არიან.

 

2019 წლის სიის სათავეში, მომღერალი, ტეილორ სვიფტია, რომელმაც ამ წელს, 185 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი კი ბარსელონას არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესია, რომელიც რეიტინგში, მე- 4 ადგილს იკავებს, 127 მილიონი დოლარით.