მომავალი სეზონიდან რომას კარს ახალი მეკარე დაიცავს

ბეტისის მეკარე რომაში გადავიდა

რომამ, ბეტისის 24 წლის მეკარე, პაუ ლოპესი, 24 მილიონი ევროს სანაცლოდ შეიძინა. რომაელებმა ესპანელ კიპერთან, 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

 

წინა სეზონის ლა ლიგაში, ლოპესმა 33 შეხვედრა ჩაატარა ბეტისის შემადგენლობაში, 47 ბურთი გაუშვა და 10- ჯერ კარი მშრალად შეინახა.

 

პაუ ლოპესი ესპანიოლის აკადემიის აღზრდილია, ბეტისში იგი, 2018 წლის ზაფხულში გადავიდა.