გიორგი ნემსაძე: უხელფასობის გამო, ფეხბურთელებთან პასუხისმგებლობას ვგრძნობდი

შევარდენი მთავარმა მწვრთნელმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დატოვეს 

შევარდენი 1906-ის ოფიციალური ინფორმაციით, კლუბი ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გეგი კიკაბიძემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ დატოვეს. გიორგი ნემსაძე ასევე გუნდის ერთ-ერთი დანფუძნებელი გახლდათ, იანვრიდან კი მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. 


გეგი კიკაბიძის და გიორგი ნემსაძის თაოსნობით, საფეხბურთო კლუბი შევარდენი აღდგა, მოიგო გარდამავალი ჩემპიონატი, შემდეგ ლიგა 3, ამჟამად კი ეროვნულ ლიგა 2-ში წარმატებით გამოდის. ნემსაძის მწვრთნელობით შევარდენმა17-მატჩიანი წაუგებელი სერია გაახერხა, რის შედეგადაც იუნკერები ელიგა 2-ში მეორე ადგილს იკავებენ. 

 

გასაკვირია, რომ ასეთი შედეგების ჩვენების შემდეგ, გუნდს წამყვანი ფიგურები ტოვებენ, სწორედ ამიტომ, კლუბის აწ უკვე ყოფილ წარმომადგენლებს დავუკავშირდით, რომლებმაც გადაწყვეტილების მიღების მიზეზები განმარტეს.

 

"2019 წლის დასაწყისში კლუბი გასხვისდა ინვესტორთა ჯგუფზე, რომლის საკუთრებაშიც გადავიდა შევარდენი 1906. პირველი ორი წრის განმავლობაში, ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული კლუბის განვითარების პროცესებში. ეს იყო ერთგვარი გადაბარების პერიოდი. ახლა კი დადგა დრო, რომ გუნდმა არსებობა და დასახული მიზნებისთვის ბრძოლა ჩვენს გარეშე გააგრძელოს.

 

შევარდენი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა. მინდა კლუბს და მის ხელმძღვანელებს წარმატებები ვუსურვო. მე ყოველთვის დავრჩები შევარდენის ყველაზე დიდ გულშემატკივრად. სხვანაირად როგორ უნდა იყოს?! გუნდი ჩვენს ხელში ხელახლა დაიბადა, განვითარების გზას დაადგა და აღდგენიდან სამ წელიწადში, ლიგა 2-ში ამოვიდა. ჩვენ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები ამოვწურეთ და წლის დასაწყისში ზუსტად აღნიშნული პრობლემის გამო გადაწყდა კლუბის გასხვისება.

 

ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რას ვიზამთ. არის მომენტი, როდესაც რთულია იმაზე მაღლა ახტე, ვიდრე ეს შესაძლებელია. თუმცა იმასაც ვიტყვი რომ ბევრჯერ გვქონდა მსგავსი მომენტი, ბევრჯერ შევძელით შეუძლებელი და ბევრჯერ დავძლიეთ კრიზისული მდგომარეობა. ერთი რამ კი ნამდვილად თამამად შემიძლია ვთქვა. მოვედით სუფთა ხელებით და მივდივართ სუფთა ხელებით",-გეგი კიკაბიძე. 

 

"ყოველთვის რთულია ისეთი გუნდის დატოვება, რომელიც ასეთ კარგ ფორმაშია. 17 მატჩია არ წაგვიგია, გუნდი მეორე ადგილზეა. არსებობდა რამდენიმე საკითხი, რომლის შესახებაც ხელმძღვანელობასთან ვერ ვთანხმდებოდით, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი ფინანსური პრობლემები გახლდათ. ფეხბურთელებს რამდენიმე თვე ხელფასი არ აუღიათ, რის გამოც მათ წინაშე გარკვეულწილად პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობდი. ამ ყველაფრის გამო, კლუბის დატოვება გადვწყვიტე",-თქვა გიორგი ნემსაძემ.

 

ფოტო: რადიო ჯაკო. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.