მორენო ვილიარეალში ითამაშებს

მორენო ესპანეთში დაბრუნდა

ზაფხულიდან მოყოლებული, ალბერტო მორენო თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ესპანელი ფეხბურთელი, მერსესაიდელებს, 2014 წელს, 18 მილიონი ევროს სანაცლოდ, სევილიადან შეუერთდა.

 

27 წლის მარცხენა მცველს, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფში, დიდი წვლილი არ მიუძღვის, მაგრამ ოქორს მედალი მაინც ჩამოიკიდა და 6 წლიანი ლივერპულული კარიერა, მაჟორულ ნოტზე დაასრულა.

 

ლივერპულის შემადგენლობაში, მარცხენა მცველმა ჯამში, 141 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის მოგროვება მოახერხა.

 

ახლა კი ალბერტო მორენო, ისევ სამშობლოში დაბრუნდა და ვილიარეალის ღირსებას დაიცავს, ესპანელმა ახალ გუნდთან, 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. შეგახსენებთ, რომ ვილიარეალმა ასევე ესპანელი ცენტრალური მცველი, 33 წლის რაულ ალბიოლი დაიმატა ნაპოლიდან, მაგრამ განსხვავებით მორენოსგან, უკანასკნელში, 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ.