კრაუჩი წავიდა! 

ვეტერანმა ინგლისელმა კარიერა დაასრულა 

პიტერ კრაუჩი ფეხბურთიდან წავიდა. ვეტერანმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, რომელმაც კარიერის უმეტესი ნაწილი პრემიერლიგაში გაატარა, კარიერის დასრულების შესახებ თავად განაცხადა. 


"ამ ზაფხულს მომავლის შესახებ ძალიან ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ფეხბურთიდან წავიდე. ჩვენმა ლამაზმა თამაშმა მე ყველაფერი მომცა. ყველა იმ ადამიანის მადლობელი ვარ, რომელმაც ხელი შემიწყო, რომ ფეხბურთი ამდენი წლის განმავლობაში მეთამაშა. ~

 

 


17 წლის ასაკში ჩემთვის რომ გეთქვათ მსოფლიო ჩემპიონატებსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებ, პრემიერლიგაში ას გოლს გაიტან და ასოციაციის თასს მოიგებო, სულელად ჩაგთვლიდით",-დაწერა 39 წლის ფორვარდმა Twitter-ში


201 სმ სიმაღლის ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში არაერთ ინგლისურ გუნდში: ტოტენჰემში, ქპრ-ში, ასტონ ვილაში, ნორვიჩში, პორტსმუტში, ლივერპულში, საუტჰემპტონში, სტოკ სიტისა და ბარნლიში ითამაშა, ყველაზე შედეგიანი კი სტოკში გახლდათ, სადაც 291 მატჩში 61 გოლი გაიტანა. 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.