ვაწაძის და თოთაძის აზიური არჩევანი

ქართველების ახალი გუნდი ცნობილია

მათე ვაწაძე და ლაშა თოთაძე კარიერას უზბეკურ ქიზილქუმში გააგრძელებენ. ამის შესახებ Leadersport.ge-ს ქართველმა ფორვარდმა უთხრა. მათეს თქმით ორივე მათგანმა უზბეკებთან 4 თვიანი კონტრაქტი გაფორმა. 

 

30 წლის თავდამსხმელი ბოლოს ლატვიის ჩემპიონატში თამაშობდა, სადაც ლიეპაიას ღირსებას იცავდა, თოთაძის ბოლო გუნდი კი ირანული მაზანდარანი გახლდათ.

 

 

რაც შეეხება ქიზილქუმს, გუნდი უზბეკეთის 14 გუნდიან ჩემპიონატში 11 ქულით მე-11 ადგილზე არიან.