ბოულინგში სპორტული მედიის ჩემპიონატი გაიმართა

სპორტული მედიის ჩემპიონატი ბოულინგში...

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით, ბოულინგში სპორტული მედიის ჩემპიონატი გაიმართა. პირველ ადგილზე გუნდი "კამარა" გავიდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ სპორტული ჟურნალისტები: კახა ფაჩუაშვილი, ზვიად შათირიშვილი და ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში რაულ ცირეკიძე. ჟურნალისტთა ასოციაციამ გამარჯვებულებს გადასცა ფასიანი წიგნები და თავისი ეგიდით გამოცემული ლიტერატურა.