კახი კახიაშვილის დღე

სამი ოლიმპიური ოქრო, სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, 4-გზის ევროპის ჩემპიონი - ეს კახის მიღწევები და ჩვენი სიამაყეა. დღეს კახიაშვილი 50 წლის გახდა.

1992 - ოლიმპიური ჩემპიონი. საქართველოს სახელით.

1996 - ოლიმპიური ჩემპიონი. საბერძნეთის სახელით.

2000 - ოლიმპიური ჩემპიონი. ამჯერადაც, საბერძნეთის სახელით.

ძალოსნობის სამყარომ გაიცნო, დააფასა და თავი დაუხარა კახი კახიაშვილს. რომელმაც დაიწყო უმაღლესი სინჯის მედლების კოლექციონირება აქ, საქართველოში და როდესაც ცუდი პირობების გამო, იძულებით, საბერძნეთში გადაბარგდა, ტემპი არც იქ დააგდო და ძველებურად შეუბერა.

სამი ოლიმპიური ოქრო, სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, 4-გზის ევროპის ჩემპიონი - ეს კახის მიღწევები და ჩვენი სიამაყეა.

დღეს კახიაშვილი 50 წლის გახდა.

მაგარი სპორტსმენის მაგარი დღე.

ვულოცავთ ლეგენდას!