როჯერ ფედერერის რაფსოდია

უიმბლდონი როჯერ ფედერერის ვუდსტოკი გახდა. როჯერი აქ მეფეა. როჯერი აქ ყველაფერია. რაფაელ ნადალთან ოთხსეტიანი ჩეხვის შემდეგ ფედერერი მეთორმეტედ გავიდა უიმბლდონის ფინალში.

უიმბლდონი როჯერ ფედერერის ვუდსტოკი გახდა. როჯერი აქ მეფეა. როჯერი აქ ყველაფერია.

რაფაელ ნადალთან ოთხსეტიანი ჩეხვის შემდეგ ფედერერი მეთორმეტედ გავიდა უიმბლდონის ფინალში.

37 წლის ასაკში. ელეგანტურად. ფედერერულად. 2008 წლის ლეგენდარული თამაშის შემდეგ, ეს ბალახზე რაფაელის და შვეიცარიელი მუსიკოსის პირველი შეხვედრა იყო.

კეი ნიშიკორისთან მოგება როჯერისთვის უიმბლდონის ისტორიაში მეასე გახდა.

ბოლო დონეზე როჯერი ნოვაკ ჯოკოვიჩს გატესტავს. ან - პირიქით. სერბი, მაინც რეიტინგის პირველი ნომერია.

ურთიერთშეხვედრებში - 25:22, ნოვაკის სასარგებლოდ.

სერბმა როჯერს უიმბლდონის ფინალებშიც (2014-2015) გადაუჯოკრა.

ფედერერზე პატივსაცემ ასაკში დიდი სლემის ტურნირის ფინალამდე მხოლოდ კენ როუზვოლი მივიდა. დიდი ავსტრალიელი 1974 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალში 39 წლის და 310 დღის იყო.

ჯოკოვიჩი პირად გარჩევებში უგებს ფედერერსაც და ნადალსაც (28:26) და ხვალ კიდევ ერთი ბლოკბასტერი გაიმართება. უფრო დიდბიუჯეტიანი და საინტერესო, ვიდრე მარველის ნებისმიერი გმირის კინომოთხრობა.  

ნოვაკის გრანჯი როჯერის რაფსოდიის წინააღმდეგ.

ისტორიული თამაში მოდის.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.