სიმეონემ ტანმაღალი ფორვარდი დაიმატა

ატლეტიკომ მძიმე ფორვარდი შეიძინა

მადრიდის ატლეტიკომ, ახალგაზრდა ტანმაღალი ფორვარდი, 500 ათას ევროდ შეიძინა. 21 წლის ივან საპონიჩი, მადრიდელთა რიგებს, ბენფიკადან შეუერთდა, სადაც სერბმა, წინა სეზონში, 28 მატჩი ითამაშა, თავი 6 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

 

1.92 სანტიმეტრის ფორვარდი, სერბეთის კლუბის, პარტიზანის აღზრდილია, საპონიჩს სერბეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები აქვს გამოვლილი და ეროვნული ნაკრების კანდიდატათაც მოიზარება. რა თქმა უნდა, ატლეტიკოში მოხვედრა და დიეგო სიმეონეს შეგირდობა სერბს, შანსებს გაუზრდის.