სანე ბაიერნში გადასვლას დათანხმდა

როგორც ფეხბურთელი, ასევე კლუბი ამ ტრანსფერს დათანხმდა...

ბაიერნში რობერის (რიბერი და რობენი) ერა დასრულდა, მიუნხენური კლუბი კი ახალი დიდებული ტანდემის შექმნას ცდილობს. როგორც Tuttomercato წერს, რეკორდმაისტერმა როგორც სანესთან, ასევე სიტისთან მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა. ქალაქელები ნიჭიერ გერმანელში 90 მილიონს მიიღებენ, ფეხბურთელი კი ხელს 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს.

 

საუბარი არ წყდება ნიკოლას პეპეს შესახებ. ბაიერნი მზად არის ლილის გარემარბში 75 მილიონი გადაიხადოს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ რეკორდმაისტერს შემადგენლობაში კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრი ჰყავს, ამ ფეხბურთელების შეძენის შემთხვევაში, გუნდს ამ ფლანგებზე პრობლემა აღარ ექნება.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.