ჩოჩიშვილი კარიერას გორის დილაში გააგრძელებს

გორელებმა მესამე ფეხბურთელი დაიმატეს

გიორგი ჩოჩიშვილმა შევარდენი დატოვა და კარიერას გორის დილაში გააგრძელებს. ამის შესახებ გორელთა საიტიდან შევიტყვეთ. ახალგაზრდა მეკარემ დილასთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა.

 

ჩოჩიშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარეც გახლავთ. სეზონის პირველი ნახევარი როგორც უკვე გითხარით მან შევარდენში გაატარა. ჩოჩიშვილი ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

 

რაც შეეხება დილას, გორელებმა ახალგაზრდა მეკარის გარდა, თენგიზ წიქარიძე და ალეფ სანტოსიც დაიმატეს. ამ მომენტისთვის ირაკლი მოდებაძის გუნდს 25 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.