ჰალეპი: ასე კარგად არასდროს მითამაშია 

რუმინელი უიმბლდონის გამარჯვებულია 

როლან გაროს შემდეგ, რუმინელმა ჩოგბურთელმა სიმონა ჰალეპმა მეორე დიდი სლემი - უიმბლდონი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში, ლეგენდარულ სერენა უილიამსთან გამარჯვების შემდეგ, 27 წლის ჩოგბურთელმა მატჩი შეაფასა. 


"ასე კარგად არასდროს მითამაშია. მადლობა სერენას, რომელიც ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე. მე და დედაჩემი ვოცნებობდით, რომ სამეფო ლოჟის წინაშე მეთამაშა, დღეს ოცნება ამიხდა",-თქვა ჰალეპმა.


აქამდე, ბალახზე, რუმინელის საუკეთესო შედეგი 2014 წელს ნახევარფინალი იყო.