სად გაიმართება ხორვატია–საქართველო?

გაირკვა, თუ სად გაიმართება ხორვატია–საქართველოს ამხანაგური მატჩი.

19 ნოემბერს შეხვედრას ხორვატიის ქალაქი პულა უმასპინძლებს. სტადიონი ალდო დროსინა 9 800 მაყურებელს იტევს. პულა ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთშია.

 

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროშესარჩევის ბოლო მატჩი 15 ნოემბერს სენტ გალენში ელის, შვეიცარიასთან. იქიდან ოთხ დღეში კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტთან ამხანაგურია.  

 

საქართველო აქამდე ორჯერ შეხვდა ხორვატიას. 2011 წელს, შესარჩევში შინ 1:0 მოუგო, სტუმრად კი 1:2 წააგო.