დემბელემ ბაიერნს უპასუხა

ფრანგის მომავალი გარკვეულია

არახალია, რომ მიუნხენის ბაიერნს შეტევის გაძლიერება სურს. გერმანელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბარსელონას შემტევი უსმან დემბელეა. ცნობილია, რომ ფრანგის გადაბირება პირადად ნიკო კოვაჩს სურს.

 

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონმა რეკორდმაისტერებში გადასვლა იუარა, რადგან ბარსელონაში დარჩენა სურს. აღსანიშნავია, რომ დემბელე გამოსწორების გზაზეა. თუ კი მას აქამდე დისციპლინას უწუნებდნენ, ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა. მე-11 ნომერმა შვებულება 1 კვირით შეიმცირა და ვარჯიში სხვებზე ადრე დაიწყო.

 

დემბელე ბარსელონაში 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდიდან გადავიდა. ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო ფეხბურთელმა საკუთარი პოტენციალი ბოლომდე ვერ წარმოაჩინა. ბოლო სეზონში უსმანმა 42 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.