ემერიმ ქალაქელებისკენ გაიხედა

ესპანელმა სიტის ფეხბურთელი ისურვა

არსენალის სატრანსფერო გეგმებზე არაერთხელ დაიწერა. ბოლო ცნობით, მეთოფეებს მანჩესტერ სიტიდან ნიკოლას ოტამენდის შეძენა სურთ. ლონდონელები გვარდიოლას გუნდს ოფიციალური წინადადებით რამდენიმე დღეში მიმართავენ.

 

რაც შეეხება თავად ფეხბურთელის პოზიციას, მას ვალენსიაში დაბრუნება უნდა, საიდანაც 2015 წელს სიტიში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ოტამენდის ქალაქელებში ძველებურად დიდი სათამაშო დრო აღარ აქვს და გუნდის დატოვებაზე თავადაც უნდა ფიქრობდეს. ბოლო სეზონში არგენტინელმა 33 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

არსენალზე კი გეტყვით იმას, რომ ემერის გუნდს ოტამენდის გარდა ნიკოლას პეპეს შეძენაც აქვს მოწადინებული. დედაქალაქელები მზად არიან ლილის შემტევის სანაცვლოდ, 80 მილიონი ევრო გადაიხადონ.