ემერიმ ბრაზილიელს დაადგა თვალი

კოპა ამერიკის ერთერთმა მთავარმა გმირმა, შესაძლოა, არსენალის მაისურა მოირგოს

როგორც ჩანს არსენალი ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს. უნაი ემერის სასურველ ფეხბურთელთა სიას გრემიოს შემტევი ევერტონი შეემატა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხის გადახდას აპირებენ ლონდონელები ბრაზილიელის სანაცვლოდ.

 

მოგეხსენებათ, ბრაზილიამ კოპა ამერიკა მოიგო, რაშიც ევერტონმა დიდი წვლილი შეიტანა. 23 წლის ფეხბურთელმა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. სწორედ კოპა ამერიკის შემდეგ გაიზარდა მისადმი ინტერესი. არსენალის გარდა სამხრეთ ამერიკელის გადაბირება სიტის და შახტარსაც სურთ.

 

რაც შეეხება მეთოფეთა სატრანსფერო გეგმებს, ევერტონის გარდა დედაქალაქელებს ნიკოლას ოტამენდის და ნიკოლას პეპეს შეძენაც სურთ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.