ჯოკოვიჩი: სამწუხაროდ, ასეთ შეხვედრებს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს

უიმბლდონის დაუვიწყარი ფინალი...

უიმბლდონის ფინალი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული გამოდგა. ეს ის შეხვედრაა, რომელიც მაყურებლის გონებიდან არასდროს წაიშლება და მრავალი წლის შემდეგაც გაიხსენებენ. დრამატულ ორთაბრძოლაში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხუთ სეტში, რომელიც ხუთი საათი და ორი წუთი გაგრძელდა, როჯერ ფედერერი დაამარცხა

 

"ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი თრილერი, რომელიც ცხოვრებაში მითამაშია. 

 

სამწუხაროდ, ასეთ შეხვედრებს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს. ორივეს გვქონდა გამარჯვების შანსი. წარმოუდგენელია, რომ ორი მატჩ პოინტის მოგერიება მოვახერხე. 

 

როჯერმა თქვა, რომ სჯერა, ის სხვა ადამიანებისთვის შთაგონების წყარო გახდება, რადგან 37 წლის ასაკშიც ამ დონეზე თამაში შეუძლია. დიახ, ამ ხალხს შორის მეც ვარ." - თქვა ნოლემ 

 

"ვეცდები, ეს მარცხი დავივიწყო. ეს დიდებული შეხვედრა იყო. კორტზე ძალიან დიდ ხანს ვიდექით და ჩოგბურთში რაც შეიძლება მოხდეს - ყველაფერი მოხდა. ჩემი შანსები მქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენე. დიდებულად ვითამაშეთ და ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. 

 

იმედი მაქვს, ადამიანების რწმენას მივცემ, რომ 37 წლის ასაკშიც დასრულებული ჯერ არაფერია. თავს დიდებულად ვგრძნობ, უბრალოდ ცოტა დასვენება მჭირდება. არსად მივდივარ, ჩოგბურთის თამაშის გაგრძელებას ვაპირებ" - თქვა ფედერერმა. შეგახსენებთ, შვეიცარიელი მაესტრო 8 აგვისტოს 38 წლის გახდება.