ფეკირი ესპანეთშიც უნდათ

ვის დარჩება ფეკირი? დიდი ალბათობით ფრანგი მალე ლიონს დატოვებს 

ნაბილ ფეკირმა კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს. ბოლო ცნობებით, მისი გადაბირება ვალენსიას, ბეტისს და სევილიას სურთ. გარდა ამისა, დიდი ხანია, რაც ფეხბურთელით მადრიდის რეალიც ინტერესდება.

 

ფეკირს ლიონთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, აღსანიშნავია, რომ ლიონის მესვეურები ფეხბურთელს გუნდის დატოვებაში ხელს არ შეუშლიან, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონის გადაბირება კიდევ რამდენიმე გუნდს სურს. ესპანელთა გარდა 25 წლის ფეხბურთელით მანჩესტერი, პსჟ და ბაიერნიც არიან დაინტერესებულები.

 

ფეკირი ლიონის აღზრდილია. ბოლო სეზონში შემტევმა 38 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.