დავიდ ლუიზმა ლამპარდის შესახებ ისაუბრა

მომავალი სეზონიდან გაცილებით ძლიერ ჩელსის ვიხილავთ

ლონდონის ჩელსის ბრაზილიელმა მცველმა, დავიდ ლუიზმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ჩელსის ოფიციალურ გვერდზე კომენტარი გააკეთა.

 

ლუიზმა ხაზი, ლამპარდის ლიდერის თვისებებს გაუსვა და განაცხადა, რომ ფრენკთან ერთად ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება.

 

ორ სეზონიანი სატრანსფერო შეზღუდვის მიუხედავად, ჩელსიში ცვლილებები განხორციელდა. კლუბი, გუნდის ლიდერმა ედენ აზარმა დატოვა, მაგრამ მის ადგილს 2018 წელს შეძენილი, ახალგაზრდა კრისტიან პულიშიჩი დაიკავებს, რომლისაც ჩელსის გულშემატკივარს და სამწვრთნელო შტაბს ძალიან ეიმედებათ. ასევე ჩელსის სრულფასოვანი მოთამაშე გახლდა, ხორვატი მატეო კოვაჩიჩი, რომელიც არისტოკრატებმა, რეალიდან გამოისყიდეს.

 

 ‘ ის გუნდს მიუძღვება, როგორც ამას ფეხბურთელობის დროს აკეთებდა, ფრენკი ლიდერია, მაგრამ ახლა განსხვავებულ ამპულაშია. მას აღარ შეუძლია ძველებურად გაიტანოს გოლები ან გააკეთოს საგოლე გადაცემები ჩვენთვის, მაგრამ ის კვლავაც ლიდერად რჩება და ჩვენ მისი ძალიან კარგად გვესმის. დიდებულია,რომ ის უკან დაბრუნდა. და არა მარტო მისი, მთლიანად სამწვრთნელო შტაბის, რადგან მათ შესწავლილი ყავთ ეს კლუბი, უყვართ ჩელსი და სწორედ ამ შესაძლებლობას ელოდებოდნენ. ’’

 

ლამპარდის ხელმძღვანელობით, ჩელსიმ უკვე მოიგო, პირველი ამხანაგური შეხვედრა.

ოფიციალურ მატჩს კი, პრემიერლიგის პირველ ტურში, 11 აგვისტოს, მანჩესტერთან  გამართავს.