მაიკ ტაისონმა ენტონი ჯოშუას მიმართა...

ტაისონის რჩვე-დარიგება, ჯოშუასთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გამოდგეს

ლეგენდარულმა მაიკ ტაიოსნმა, ენტონი ჯოშუას ირგვლივ შექმნილ სიტუაიციაზე კომენტარი გააკეთა. ყველაზე ახალგაზრდა, მძიმეწონოსანთა ჩემპიონმა, ინტერვიუ, ‘Hotboxin’ Podcast ’’ - თან ჩაწერა.

 

ჯოშუამ, მეოთხე მსოფლიო ჩემპიონის ქამარი, ძალიან მოულოდნელად, მისთვის უსახურ ბრძოლაში, მექსიკელ ენდი რუისთან დათმო.

 

‘ მან შეცდომა დაუშვა, ესეთებიც ხდება. ენტონის კვლავ შეუძლია შური იძიოს, მაგრამ მთავარია მისი გონება იყოს მზად. მას არ შეუძლია რევანში, თუ მისი გონება გადაღლილია.

მან უნდა განსაზღვორს მისი ცხოვრება, თუ სურს ამის გაკეთება ის უნდა დარჩეს საკუთარ თავთან და კარგად გაანალიზოს ყველაფერი. როდესაც ჩვენ მივდიოდით სავარჯიშოდ, ჩვენ მივდიოდით მთებში, ჩვენ ვრჩებით საკუთარ თავებთან და ფიქრებთან, განცალკევებულნი.

მთებში, ყველასგან შორს, მხოლოდ ცხოველები, ტყე და სამწვრთნელო შტაბი. შენ უყურებ შენს თავში მყოფ დემონს. მისი სული შენთან ახლოს არის, მაგრამ გონება... რა ტრიალებს შენს გონებაში?

 

მებრძოლები, რინგმა და სცენამ გახადა, ის ვინც დღეს არიან ცხოვრებაში. რადგან მათ უკვე აქვთ ფული, ეს ყველაფერია: ვინ ხარ შენ ? რის გაკეთებას აპირებ ახლა? ’’.

 

‘ დანებებას აპირებ? თქვი, რომ მეტი აღარ გინდა. დარჩები რინგს მიღმა და დაანებებ თავს ბრძოლას? თუ იწამებ მას? ხომ გაქვს სიამაყის გრძნობა ჩემო მეგობარო ? რისი გწამს? გწამს შენი წინაპრების? დედაშენის, მამაშენის, შენი შვილების? რისთვის ან ვისთვის აპირებ ბრძოლას?. შეგიძლია ამ ყველაფერზე უარი თქვა, რადგან საკმარისი ფული გაქვს, ეს შენი გადასაწყვეტია. ’’

 

ჯოშუასა და რუისის მეორე ბრძოლა, მედისონ სქუეარ გარდენში, 2020 წლამდე გაიმართება. კიდევ ერთმა მარცხმა, შესაძლოა ჯოშუას კარიერა დაასრულოს. მექსიკელი ძალიან მოტივირებულია, გაიმეოროს მისი პირველი შედეგი და შეინარჩუნოს ტიტული.