აბურჯანია - ჰოლანდია გადაწყდა

გიორგი აბურჯანია ჰოლანდიურ ტვენტეში გადადის.ეს გადაწყვეტილია. 

შესაძლო ტრანსფერზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწერა, თუმცა პრობლემას ის ქმნიდა, რომ 24 წლის ქართველი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი არ იყო: სევილიას ეკუთვნის.

 

ტვენტესთან შეთანხმება მოხერხდა: ორწლიან იჯარაზე. ჰოლანდიური კლუბის ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლიუვენია, რომელიც ანორთოსისშიც გახლდათ, როცა აბურჯანია იქ თამაშობდა. იქ გახლდათ ირაკლი მაისურაძეც. ზოგადად, ვან ლიუვენს ქართველები მოსწონს.

 

გიორგი შარშან ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ლუგოში თამაშობდა, ამჯერად კი სრულიად ახალ ეტაპს იწყებს. ტვენტე ტრადიციული კლუბია და სხვათა შორის, თბილისის დინამოს პირველი მეტოქეა ევროტურნირების ისტორიაში: დინამო მაშინ გავარდა, შინ 3:2 მოიგო და სტუმრად 0:2 წააგო.

 

ტვენტე გავარდნილი იყო და ჰოლანდიის მთავარ ლიგას დაუბრუნდა. გუნდმა 2010 წელს დაიქუხა, როცა ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა.  

 

"აბურჯანია მცველებისა და შემტევების კარგი დამაკავშირებელია" - უთხრა ვან ლიუვენმა Twenteinsite.nl-ს. 

 

აბურჯანია ჰოლანდიაშია და ოფიციალურად, ალბათ, დღეს ან ხვალ გამოცხადდება მის გადასვლაზე.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.