სევილიას მორიგი შენაძენი

ოლივერ ტორესი სევილიას ფეხბურთელია

სევილიამ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. ანდალუსიელთა რიგებს, პორტუს  24 წლის ნახევარმცველი, ოლივერ ტორესი შეუერთდა. ესპანელ ფეხბურთელში სევილიამ, 17 მილიონი ევრო გადაუხადა ლისაბონელებს და მასთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

 

18/19 წლების სეზონში, ტორესმა ჯამში, 39 შეხვედრა ჩაატარა პორტუს მაისურით, სადაც 2 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. 24 წლის ფეხბურთელს, ესპანეთის ეროვნული ნაკრების გარდა, ყველა ასაკობრივი ნაკრები აქვს ნათამაშები.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.