ჰალეპი ამაღლდა

უიმბლდონის შემდეგ WTA-მ რეიტინგი განაახლა

უიმბლდონის დასრულების შემდეგ, WTA-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. ლონდონში გამართული დიდი სლემის გამარჯვებული სიმონა ჰალეპი მეორე ადგილამდე აღზევდა. 27 წლის რუმინელი ჩოგბურთელი მანამდე მეშვიდე იყო.

 

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ისევ როლან გაროსის მოქმედი გამარჯვებული ავსტრალიელი ეშლი ბარტი გახლავთ.

 

შეგახსენებთ, უიმბლდონის ფინალში სიმონა ჰალეპმა ტიტულოვან ამერიკელ სერენა უილიამსს ორ სეტში - 6:2, 6:2 მოუგო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.