ლა ლიგამ მილიარდს გადააჭარბა

ესპანეთის ჩემპიონატის სატრანსფერო რეკორდი 

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ლა ლიგის კლუბებმა უკვე მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს და რეკორდიც დაამყარეს.

 

ესპანეთის ჩემპიონატის ბინადარი კლუბების ტრანსფერებში გადახდილი თანხები ყოველწლიურად იზრდება, რაც გრაფიკულ გამოსახულებაზე უკეთ ჩანს.

 

 

აქამდე ყველაზე მეტი თანხა შარშან ზაფხულში დაიხარჯა - 866 მილიონი ევრო.

 

დანახარჯი მილიარდს მას მერე გადაცდა, რაც ბარსელონამ ანტუან გრიზმანის ტრანსფერი დაადასტურა და ატლეტიკოს 120 მილიონი ევრო გადაუხადა.

 

ლა ლიგის ამ ზაფხულის სარეკორდო ტრანსფერები ასეთია: ჟოაო ფელიში (126 მილიონი ევრო ბენფიკადან ატლეტიკოში), ანტუან გრიზმანი (120 მილიონი, ატლეტიკოდან ბარსელონაში), ედენ აზარი (100, ჩელსიდან რეალში).

 

მათ გარდა, კლუბებმა სერიოზული თანხა ფრენკი დე იონგის, ლუკა იოვიჩის, ფერლან მენდის, ედერ მილიტაოს, როდრიგოს, მარკოს ლორენტეს, იასპერ სილესენის შესაძენადაც გადაიხადეს.

 

 

დახარჯული 1.240.000.000 კლუბებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

 

1. მადრიდის რეალი 303

 

2. ბარსელონა 221

 

3. ატლეტიკო 206.5

 

4. სევილია 99.5

 

5. ვალენსია 63

 

 

ყველაზე მეტი ახალწვეული ლეგანესს, სევილიას და ეიბარს ჰყავთ (8), ბილბაომ კი ერთადერთი ფეხბურთელი დაიმატა. 

 

 


 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.