ისტორიული დღე - თბილისი ევრობასკეტის მასპინძელია! 

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისი იქნება 

 

2021 წელს, საქართველოში ისტორიული სპორტული მოვლენა მოხდება - თბილისი ევრობასკეტს უმასპინძლებს.

 

15 ივლისს, FIBA-მ ორ წელიწადში გასამართი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ოთხი მასპინძელი გამოავლინა, მათ შორის კი საქართველოც მოხვდა. თბილისის ევროპირველობის ერთ ჯგუფს მიიღებს, მასპინძელთა შორის არიან ჩეხეთი, გერმანია და იტალია. ფინალური ეტაპი ბერლინში გაიმართება.

 

 

 

უკვე ცნობილია ევრობასკეტის მონაწილე 28 ნაკრები და მათში ერთ-ერთი საქართველოცაა, დარჩენილი 4 გუნდი აგვისტოში გამოვლინდება.

 

მასპინძლობაზე პრეტენზიას ესტონეთი, უნგრეთი და სლოვენიაც აცხადებდნენ, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.