გაცეცხლებული ჰაკუჰო - რისხვა თავს ტამავაშის დაატყდა (+ვიდეო)

იოკოძუნებისა და ოძეკის ორთაბრძოლები ერთ ლინკზე 

იოკოძუნა ჰაკუჰო ნაგოია ბაშოს მეცხრე დღეს მეოთხე  მაეგაშირა იჩინოჯოსთან დამარცხდა. ამ სპორტის ექსპერტებს შორის აზრი მუსირებდა, რომ დიდი ჩემპიონი ამ შერკინებას ძალების სრული მობილიზაციით არ შეხვდა. დღეს ყველაფერი სხვაგვარად იყო, თეთრი ფენიქსი დოჰიოზე გაცეცხლებული გამოვიდა და ერთი ხელის შემორტყმით მონღოლი ტამავაში დოჰიოდან გადააგდო.

 

 

იოკოძუნა კაკურიუმ მეცხრე გამარჯვებაც მოიპოვა.  წეროდრაკონის მოწინააღმდეგე ჰაკუჰოს მძლეველი იჩინოჯო იყო. ბრძოლა ძალიან დინამიურად და საინტერესოდ წარიმართა. ერთ  მომენტში, იჩინოჯოს ცოტა დააკლდა  მეორე იოკოძუნაც  დაემარცხებინა, თუმცა კაკურიუმ  ოპონენტის გუშინდელი შეცდომა გაითვალისწინა და შერკინება  გამარჯვებამდე მიიყვანა.

 

 

ოძეკი ტაკაიასუს ბაშოს გაგრძელება  ტრავმირებულს უწევდა. ამ პირობებში, მისი მიზანი მხოლოდ კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი იყო), რაც დღეს მეისეის ძლევით მოახერხა კიდეც. ნაგოია  ბაშოზე  ტახი მონოის (სამსაჯო კონსილიუმი) მხრიდან ძალიან დაიჩაგრა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო და ეს დადებითი ბალანსი ნამდვილად დაიმსახურა. სავარაუდოდ, ტაკაიასუ ხვალ კიუჯოს (ტურნირიდან მოეხსნება) გამოაცხადებს და ჰაკუჰოს უბრძოლველი გამარჯვება ჩაეთვლება...

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.