ბარსელონა ახლოსაა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატოს

ნიჭიერი ესპანელ ფეხბურთელს ლა ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბარსელონაში მალე ბეტისის მარცხენა მცველი ჯუნიორ ფრიპო გადავა. 22 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი ლა ლიგაში შესანიშნავად თამაშობს, მონაწილეობა ამ ტურნირზე 24 შეხვედრაში მიიღო, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

 

ფრიპოს სატრანსფერო ღირებულებად 50 მილიონი ევრო დასახელდა. კატალონიურ გრანდს მარცხენა მცველის პოზიციაზე მხოლოდ ხორდი ალბა ჰყავს და კლუბი ცდილობს მას ღირსეული ალტერნატივა მოუძებნოს.