გიორგი აბურჯანია – 21 და 2021 წლამდე

გიორგი აბურჯანია ოფიციალურად გახდა ჰოლანდიური ტვენტეს ფეხბურთელი. 24 წლის ქართველი ნახევარმცველი 21 ნომრით ითამაშებს. ტვენტემ ქართველი და იაპონელი ნაკამურა წარადგინა.

აბურჯანია ესპანურ სევილიას ეკუთვნის და ორწლიანი იჯარით გადავიდა ჰოლანდიის კლუბში: 2021 წელს გამოსყიდვის უპირატესი უფლება ტვენტეს ექნება. ქართველმა წინა სეზონიც იჯარით გაატარა ესპანეთის სეგუნდადივიზიონელ ლუგოში.

 

ჰოლანდია ახალი ეტაპია. მთავარი ლიგა, ტრადიციული კლუბი... ტვენტე 2010 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა. წინა სეზონში მოულოდნელად გავარდა უმაღლესიდან, მაგრამ ერთ წელიწადში გადმოვიდა.

 

გიორგი, როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. დებიუტი სამი წლის წინ ამხანაგურში ჰქონდა: ყაზახეთთან 1:1.