ევრორეკორდი ჩემპიონატის დაწყებამდე 

საფრანგეთზე ორჯერ მეტი 

ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატი 12 სხვადასხვა ქვეყანასა და 12 ქალაქში ჩატარდება. ეს გაისად მოხდება - ევრო 2020-ზე. 

 


საინტერესოა, რომ გათამაშების დაწყებამდე 1 წლით ადრე, ბილეთის შეძენის 19 მილიონზე მეტი მსურველი გამოჩნდა, ეს მაშინ, როცა საერთო ჯამში მილიონნახევარი ბილეთია გაყიდვაში ჩაშვებული. ამავე დროს, ჯერ მონაწილე გუნდები ცნობილიც კი არაა. 

 


მოახლოებული გათამაშებისთვის ბილეთების მსურველთა რაოდენობა საფრანგეთში ჩატარებულ ტურნირზე ორჯერ მეტია და ამავე დროს ყველა დროის რეკორდია.