ბარსელონამ ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

ესპანელებმა შემტევს ბარგის ჩალაგებისკენ მოუწოდეს

ბარსელონას ბრაზილიელ შემტევ მალკომს, გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. ბლაუგრანას მესვეურები ფეხბურთელს და მის აგენტს შეხვდნენ, ესპანელებმა თქვეს, რომ მალკომს შეუძლია ახალი გუნდი მოძებნოს, რადგან ახალგაზრდა შემტევი მათ გეგმებში აღარ შედის. ბარსას შეფები მისი გაყიდვიდან მიღებულ თანხას, სხვა ფეხბურთელის შესაძენად გამოიყენებენ.

 

მალკომი ბლაუგრანაში შარშან ზაფხულში, ბორდოდან გადავიდა. 22 წლის ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა როგორც ჩანს ვერ გაამართლა. წინა სეზონში სამხრეთ ამერიკელმა 29 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ისე კი უნდა ითქვას, რომ გარემარბს მსურველები არ აკლია. მე-14 ნომრის გადაბირება არსენალს, ტოტენჰემს, რომას და ერთერთ ჩინურ გუნდს სურთ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.