ვესტ ჰემმა ფორვარდის პრობლემა მოაგვარა

ჩაქუჩებმა მიზანში მოარტყეს

 Sky Sports- ის ინფორმაციით, ფრანკფურტის აინტრახტის ფორვარდმა, სებასტიან ჰალერმა, ვესტ ჰემში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახალ კლუბთან, 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

 

წინა სეზონის ჯამში, 25 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა აინტრახტის შემადგენლობაში, 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ჰალერის სატრანსფერო ფასი, 40 მილიონი ევროა.