ზიარება ფეხბურთთან და გასახდელში წაგებული ფინალი

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფინალის დღემდე უცნობი დეტალები

2012 წელი, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თბილისში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ოქროს ბურთის მფლობელი ანდრეი შევჩენკო ჩამოვიდა.  ერთი, ჩვეულებრივი დღე იყო, რომელიც ჩემთვის არაჩვეულებრივი თავგადასავალის დასაწყისი აღმოჩნდა. ანდრეი თბილისში რამდენიმე დღით აპირებდა გაჩერებას და, ვისთან უნდა გაეტარება ეს პერიოდი თუ არა მის საუკეთესო მეგობარ, კახი კალაძესთან.ერთად.

 

დღეს უკვე თბილისის მერი, კიევის დინამოსა და მილანის ნაწილი სწორედ შევჩენკოსთან ერთად გახდა.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მე და ჩემი მეგობრები, ჩვენ საერთო მეგობარ ბერა ივანიშვილთან ვიყავით სტუდიაში, რა დროსაც გავიგეთ რომ იქ კახი დიდი სიურპრიზით აპირებდა მოსვლას. „კალამ“ კარგად უწყოდა თუ რა დამოკიდებულება გვქონდა ფეხბურთთან და გადაწყვიტა ჩვენი ოცნებები რეალობად ექცია. მასთან შეხვედრაც უდიდეს ემოციებთან იყო დაკავშირებული. რთულია წარმოიდგინო რომ ადამიანი, რომელიც შენთან ერთად არის სვამს, ჭამს და გესაუბრება ყველაფერზე... იმ მილანის შეუცვლელი წევრი იყო, რომელმაც მაშინდელი საფეხბურთო სამყარო დააჩოქა. წარმოიდგინეთ რა დაგვემართებოდა 18-19 წლის ბიჭებს, როდესაც კახის უკან ანდრეი შევჩენკო დავინახეთ. ნერვიულობისგან ყველას სიცილი აგვიტყდა. უაზრო ღიმილს ვერ ვიშორებდით სახიდან და არ ვიცოდით როგორ უნდა მოვქცეულიყავით.

 

 

წარმოიდგინედ, დღეს თქვენთან სახლში მესი ან რონალდო რომ მოვიდეს სტუმრად, დაახლოებით მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი მეც. მთელმა ბავშვობამ თვალწინ ჩამიარა, გამახსენდა მილანის და იუვენტუსის დაპირისპირება, რომელიც მილანელებმა პენალტებით მოიგეს. 2003 წელი, მანჩესტერის ლეგენდარული სტადიონი, რომელიც იტალიური ფეხბურთის ორ უდიდეს წარმომადგენელს ეპატიჟებოდა. მე და ჩემი მეგობრები მაშინ, რა თქმა უნდა, მილანს ვქომაგობდით. შესაძლოა, დიდად არც გვესმოდა ფეხბურთის არსი, მაგრამ ვიცოდით რომ იქ ჩვენი კახა კალაძე თამაშობდა და მას აუცილებლად უნდა მოეგო. ქალაქ თბილისის ურთულეს პერიოდს მაშინ სწორედ კახის დარი ადამიანი გვავიწყებდნენ. 90 წუთში უგოლო მატჩმა ყველაფერი პენალტების სერიამდე მიიყვანა, სადაც ბოლო სიტყვა სწორედ ანდრეის უნდა ეთქვა. ერთი ზუსტი დარტყმა და ყველაფერი მთავრდებოდა. ერთი წამი, რომალსაც შეეძლო ისტორიის შეცვლა. ის კადრი მახსოვს, ანდრეიმ სამწვრთნელო შტაბს გახედა მარცხნივ, პაუზა გააკეთა, თავი დაუკრა და ბურთისკენ გაემართა. მეკარისგან მარცხენა კუთხეში დაბალი დარტყმით შევჩენკომ მაშინ მთელი საქართველო გაგვაერთიანა. ყველა ბედნიერი იყო, აღარავის ახსოვდა, უშუქობა, უგაზობა და დუხჭირი ყოფა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ შევჩენკომ გაიტანა და კახა კალაძემ საღამოს ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. იმ დღეს მივხვდი, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა მიცნობდა საიდან ვიყავი, მე ხომ კალაძის ქყვეყნის წარმომადგენელი ვარ. ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ მინდა ზუსტად გადმოგცეთ რას ნიშნავდა მაშინ ჩემთვის შევჩენკოს ნახვა, თან არაოფიციალურ შეხვედრაზე. საუბრის დაწყებაში ისევ და ისევ კახა დაგვეხმარა და ჩვენც დავიწყეთ.

 

ყველაფერს ისიც დაემატა, რომ იმ საღამოს ჟოზე მოურინოის მადრიდის რეალი, კატალონიის ბარსელონას უპირისპირდებოდა საკუთარ მოედანზე. ეს კლასიკო, იმის მიუხედავად რომ სამეფო კლუბმა წააგო ჩემ ცხოვრებაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან მას იმ ფეხბურთელებთან ერთად ვუყურებდი ვინც სპორტის ნომერი პირველი სახეობა შემაყვარა. მთელი 90 წუთის განმავლობაში ანდრეი კომენტატორზე ბევრს საუბრობდა, იმდენი კითხვა მივაყარეთ, რომ ამოსუნთქვის საშუალებაც არ ჰქონია, მაგრამ არ გვაწყენინა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვცა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სახლში წასვლა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ანდრეის სტუმრობამ ყველა გეგმა შეგვიცვალა. ჩვენც იქ დავრჩით და დასვენების მაგივრად შევჩენკოს მიმართულებით უამრავი კითხვა მოვამზადეთ. ყველაფერი კიევის დინამოდან დაიწყო…

 

 

წლების განმავლობაში უკრაინის უძლიერესი გუნდის შემადგენლობაში თავის კვალს სწორედ ანდრეი ტოვებდა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული საოცარი შეხვედრები, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში გასინჯვაზე ჩადის კახა კალაძეც. როგორც ანდრეიმ გვითხრა პირველი ორი კვირის შემდეგ მას არც კი ეგონა რომ კახის კარიერა ასე წარიმართებოდა. საქართველოს და უკრაინის ჩემპიონატს შორის უდიდესი განსხვავება კახის ფიზიკურ მონაცემებზეც აისახებოდა. თუმცა მონდომება და მიზანი ალბათ ყველაფერს ცვლის და გარკვეული დროის შემდეგ კალაძე შევჩენკოსთან ერთად გუნდის უცვლელი წევრი ხდება. უკრაინულმა წარმატებებმა ევროპულ ქვეყნებამდეც ჩააღწია და ქართულ-უკრაინული დუეტი საცხოვრებლად მილანში გადადის. გუნდში, რომელმაც როგორც ზემოთ ავღნიშნე საფეხბურთო სამყარო დააჩოქა და 21 საუკუნის დასაწყისში საკუთარი მონაკვეთიც შექმნა. ალბათ, ცოტა რთულია ზუსტად გადმოგცეს ფეხბურთელმა ყველა ის გრძნობა, რომელსაც კარიერის განმავლობაში განიცდის, მაგრამ ანდრეი ცდილობდა მაქსიმალური სიზუსტით გადმოეცა ყველაფერი.

 

საუბარი კახის კიევში ვიზიტით დავიწყეთ:

 

„გამოუცდელი ახალგაზრდა ქართველი, რომლის საფეხბურთო ამბიციებისაც მხოლოდ მას თუ სჯეროდა. ეს რწმენა კახისგან ლობანოვსკისაც გადაედო. ფეხბურთელი, რომელსაც ფიზიკურად არ შეეძლო ეთამაშა ისეთ დონეზე, როგორიც უკრაინის ჩემპიონატისთვის იყო საჭირო. კახი განვითარებისთვის ყოველდღე თავდაუზოგავად შრომობდა. ვარჯიშზე ყოველთვის ადრე მივდიოდი. როდესაც გუნდის ლიდერი ხარ აუცილებლად სამაგალითო უნდა იყო. ვცდილობდი ყველა თანაგუნდელს პირველი დავხვედროდი, მაგრამ ეს მაშინ შეიცვალა, როდესაც ვარჯიშზე მისულს უცებ კახი მომესალმა. მაშინ დავრწმუნდი, რომ მას ფეხბურთი ძალიან უყვარდა. მოდიოდა ყველაზე ადრე და მიდიოდა - ბოლო. მე და კახი მალევე დავმეგობრდით და ერთად დიდ წარმატებებსაც მივაღწიეთ. კიევის დინამომ მაშინ ჩემპიონთა ლიგაში ბევრი დიდი გუნდი გაამწარა. დაცვაში მისი მეიმედებოდა, თავდასხმაში - მას ჩემი.

 

ყველაზე ბედნიერი და რთული პერიოდიც მილანში გადასვლა იყო. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გეპატიჟება. ძალიან ძნელი იყო ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა. კიევის დინამო ამ საკითხს გაგებით მოეკიდა და ყველაფერში ხელი შემიწყო. ტრანსფერი შედგა, მაგრამ ვტოვებდი ჩემს მეგობრებს და კახის. მილანიდან კახის ყოველდღიურად ვეხმიანებოდი და ისიც მუდამ მამხნევებდა. მეუბნებოდა უნდა დაამტკიცო, რომ საუკეთესო ხარო.

 

ერთხელაც კახი მირეკავს და მეუბნება მილანში მოვდივარო. ჩემი მეგობარი კახი კალაძე მილანში ჩამოვიდა და გუნდშიც ადგილი მალე დაიმკვიდრა. გუნდში, სადაც დაცვაში მალდინი, კოსტაკურტა, ნესტა და სხვა დიდი ფეხბურთელი იდგა. კახი ბევრს შრომობდა და დაუფასდა. დაამტკიცა, რომ დაიმსახურა მილანის მაისური მოერგო და ჩემპიონთა ლიგის თასიც ორჯერ დამსახურებულად აღმართა“

 

იტალიაში გასეირნების შემდეგ თემატურად ინგლისში გადავინაცვლეთ. ჟოზე მოურინიოს კლუბი შინ კატალონიელებს მასპინძლობდა და ამ მატჩს ჩვენ ერთად ვუყურებდით. მოურინიოსთან კი შევჩენკოს ჩელსიში ყოფნის დროს მოუხდა მუშაობა, როდესაც 2006 წელს 43 მილიონ ევროდ შეიძინეს. ასე რომ უკრაინელის ინგლისურ ისტორიებსაც მივადექით და როგორც გაირკვა „შევა“ ჟოზეს მიმართ დიდად კარგად განწყობილი არ იყო, თუმცა აღიარებდა, რომ ის უდიდესი სპეციალისტია.

 

„ინგლისში გადაბარგებამდე მოურინიომ დამირეკა და მითხრა, რომ მოუთმენლად ელოდა ჩემს ლონდონში ჩასვლას და რომ ერთად ბევრ დიდ წარმატებას მივაღწევდით. დავემშვიდობე ჩემს დიდ ოჯახს, რომელსაც მილანი ერქვა და ინგლისში წავედი. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ მილანი არ უნდა დამეტოვებინა და იქ უნდა დავრჩენილიყავი, სადაც ყველას ვუყვარდი. ალბათ ასეც არის, მაგრამ ფეხბურთელი თავის მომავალს ხშირად თვითონ ვერ განსაზღვრავს. აგენტები და სატრანსფერო ბიუჯეტი ხშირად ჩვენს მომავალს თავისდაუნებურად ცვლიან.

 

ჩელსიში ადაპტაციის პერიოდი რთული გამოდგა. იქ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დამხვდა. ისეთმა დიდმა ფეხბურთელებმა, როგორებიც ტერი და ლამპარდი არიან ზუსტად იციან როგორ უნდა გაგრძნობინონ თავი სახლში. ინგლისში ფეხბურთი სხვანაირად უყვართ და შენგანაც იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე შეგიძლია. 30 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გავიტანე. მომდევნო სეზონში კი იმდენად აღარ მენდობოდნენ. გუნდს ისე ვერ მოვერგე, როგორც ხელმძღვანელობას სურდა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმაც ბევრი უცნაურობები ჩაიდინა. თამაშის წინა დღეს მოურინიო მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ძირითადში მაყენებდა, ხოლო მატჩამდე ერთი საათით ადრე გადაწყვეტილებას ცვლიდა. ასეთ დროს რთულია მაქსიმალური კონცენტრაციით აკეთო შენი საქმე. ხშირად მოედანზე შეშვებისას იმას გვავალებდა, რომ ვინმე წყობიდან გამოგვეყვანა და ამის ხარჯზე მოგვეგო თამაშები. მეტოქე ფეხბურთელების შესახებ ყველაფერს დაწვრილებით არკვევდა. ვის რა პრობლემები ჰქონდა ოჯახში, ვის რა სუსტი წერტილი ჰქონდა და მსხვერპლსაც ინდივიდუალურად გვირჩევდა. ეს არ გვსიამოვნებდა, მაგრამ გუნდის წინააღმდეგ ვერ მივდიოდით. მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა პორტუთი მოიგო, თუმცა წლების შემდეგ ყველაფერი დავიწყებას ეცემა“

 

ნამგზავრი და გადაღლილი ანდრეი შევჩენკო ორმაგად დავღალეთ. მივხვდით, რომ პირველ ჯერზე საკმარისად მეტ კითხვაზე გვიპასუხა. შევჩენკო დასასვენებლად წავიდა, ჩვენ კი ვისხედით და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. დილამდე ვდარაჯობდით როდის გაიღვიძებდა, რათა მორიგი „დაკითხვა“ გაგვეგრძელებინა.

 

აქ კი ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვით. ჩაგვეძინა და შევჩენკო ისე გაგვექცა, რომ ბოლო დღემდე ვეღარ შევხვდით. ბევრი საქმე ჰქონდა და ჩვენთან საუბარიც დაუსრულებლად ვერ გაგრძელდებოდა.

 

გამგზავრების დღეს მიხვდა, რომ ახალი ისტორიების გარეშე არ გავუშვებდით. კითხვის დასმა კი მერიდებოდა, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი რომ მეორედ ასეთი შანსი არ მექნებოდა და აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მივადექით სტამბოლის 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს.

 

შეიძლება ცოტა არასასიამოვნოა როცა წაგებულ ფინალს იხსენებ, თან როგორ ფინალს. შეხვედრას რომლის ამგვარ განვითარებას დიდი ალბათობით ვერავინ წარმოიდგენდა. მოკლედ, აეროპორტის გზა სტამბოლს მივუძღვენით. მილანი მაშინ ძლიერი გუნდი იყო, როგორც პფზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული. „შევა“ ყვებოდა, რომ რაც არ უნდა დიდი გუნდი გყავდეს თუ საკმარისი ფსიქოლოგიური მომზადება არ გაქვს, წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია.

 

 

„ის დღე კარგად მახსოვს, ჩვენზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული და ამ პასუხისმგებლობას ყველა ვაანალიზებდით. ეს არ იყო ჩვენი პირველი ფინალი. 2 წლით ადრე ჩვენ იუვენტუსთან გვქონდა მოგებული და გამოცდილება ნამდვილად არ გვაკლდა. თამაშიც კარგად დავიწყეთ. პირველივე წუთზე მალდინის სწრაფი გოლით ისე დავწინაურდით რომ ინგლისელები დიდი ხნის მანძილზე ვერ გამოდიოდნენ შოკიდან. სანამ ლივერპული თამაშის დალაგებას ცდილობდა, ტაიმის მიწურულს ბოლო 5 წუთში ჩვენ კიდევ ორი გოლი გავიტანეთ კრესპოს წყალობით. ტაიმი 3 ბურთიანი სხვაობით მოვიგეთ და გულის სიღრმეში წინასწარ ვზეიმობდით კიდევ ერთ ტიტულს. მაშინ ჩვენთან ამ ანგარიშიდან არავის არ ჰქონდა მატჩი შემოტრიალებული. წარმოიდგინე თან 3 გოლი უნდა გაეტანათ და თან კონტრშეტევაზე ჩვენთვის გარღვევის საშუალება არ უნდა მოეცათ. მოკლედ ტაიმი მორჩა და გასახდელისკენ წავედით. იქ შესულებს კი ბერლუსკონი დაგვხვდა, გახარებული და თან შამპანიურის ბოტლებით ხელში. მატჩის დაწყებიდან 45 წუთის შემდეგ ფინალის მოგება მოგვილოცა და ნაადრევი ზეიმიც დაგვაწყებინა. კონცენტრაცია დავკარგეთ მოვეშვით და ნაადრევ სიხარულს ავყევით. ვერავის წარმოგვედგინა რაც წინ გველოდა, მაგრამ გასახდელიდან რამდენიმე წუთით ადრე გამოვედი და მივხვდი რომ ყველაფერი ასე მარტივად არ იქნებოდა. ლივერპულის მოსაცდელი ოტახიდან სტივენ ჟერარდის ღრიალი მომესმა: "თუ ვაგებთ ისე უდნა წავაგოთ როგორც ბრძოლის ველზე,  ღირსება ნებისმიერ ტიტულზე ძვირფასია, ასე რომ გადით და თქვენი ქვეყნის, ოჯახის და საკუთარი ღირსებისთვის იბრძოლეთ". ინგლისელებს პირველ ტაიმში ცვლილება გამოყენებული არ ჰქონდათ და სტივმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო თანაგუნდელების სიმტკიცეში. მთავარი შემადგენლობის ათივე ფეხბურთელთან სათითაოდ მივიდა და ბოლო ხმაზე შეჰყვირა: "გჯერა?" ...

 

პასუხი რა თქმა უნდა დადებითი იყო. ვერავინ გაბედა კაპიტნისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სტივი ყვიროდა რომ თუ ვინმეს ლივერპულის ჩემპიონობის არ სწამდა, გასახდელში დარჩენილიყო. არც მწვრთნელი და არც რომელიმე სხვა მოთამაშე სიტყვის შებრუნებასაც კი ვერ ბედავდა.

 

შესვენება დასრულდა და დავინახე თვალებანთებული კაპიტანი, რომელმაც წინ ჩამიარა და რაღაც მომენტი შემაშინა კიდეც. მოედანზე გუნდელებს სწრაფ გოლს სთხოვდა და ჩვენც პირველი ტალღის მოსაგერიებლად მოვემზადეთ.

 

რაც მოხდა, ალბათ, სიმბოლურიც იყო, პირველი გოლი იმ სტივენ ჯერარდმა გაგვიტანა, რომელიც გასახდელში 15 წუთის განმავლობაში წითლებს საბრძოლოდ ამზადებდა.

 

კარგად მახსოვს, გოლის შემდეგ ბურთი აიღო და ცენტრისკენ მომავალმა გვერდით ჩამირბინა, თან ალონსოს ეძახდა რომ მაქსიმუმ 10 წუთში მეორე გოლი უნდოდა. გაგებედა და არ გაგეტანა, სერიოზური დილემის წინაშე დადგნენ ლივერპულელები, მაგრამ სტივენს ვერ აწყენინეს. მეორე გოლიც შეგვიგდეს. ამის შემდეგ კი პრაქტიკულად განადგურებული მილანი ინერციით თამაშობდა და ეს შედეგზეც აისახა. ლივერპულმა 11- მეტრიანებამდე მიგვიყვანა და მოგებული თასიც წაგვართვა.

 

 

დღეს ვხვდები რომ ის ფინალი ლივერპულმა გასახდელში მოგვიგო. კაპიტნობა მხოლოდ სამკლავურის ტარებას არ ნიშნავს და დღეს თუ ვინმე მკითხავს რომელი კაპიტანია საუკეთესო, საუკეთესოთა შორის, მე სტივს დავასახელებ."

 

... საუბარს ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით, მაგრამ აეროპორტში მივედით, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის. მაშინ შევა და კახა შემპირდნენ, რომ ანდრეისთან სტუმრად აუცილებლად ჩავიდოდი. ასე რომ ეს ისტორიაც აუცილებლად გაგრძელდება...




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.