მაიკლ ჯორდანის მილიარდები

ამ ეტაპზე მისტერ ჯორდანის კარიერული საკალათბურთო შემოსავალი 1.35 მილიარდი დოლარია.

NBA-ს ისტორიაში მაიკლ ჯორდანს ყველაზე მეტი თანხა აქვს გამომუშავებული. ერთი თვის წინ Nike-მა გაყიდვაში მაიკლის ახალი სპორტული ფეხსაცმელი გაუშვა. მაიკლმა 90-იანების ჩიკაგოს შესახებ დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობისთვის ავანსის სახით 12 მილიონი დოლარი მიიღო და ამ ეტაპზე მისტერ ჯორდანის კარიერული საკალათბურთო შემოსავალი 1.35 მილიარდი დოლარია.

 

Image result for michael jordan nike

 

 

საარსებოდ საკმარისი თანხა.

ჯორდანი სპორტის ელვის პრესლია. და, ალბათ, უფრო პოპულარული, ვიდრე - როკ ენ როლის მეფე.

 

Image result for michael jordan nike

 

 

ჯორდანი სპორტის ჯეკ ნიკოლსონია. და, ალბათ, უფრო დასამახსოვრებელი, ვიდრე ჯეკის ნებისმიერი პერსონაჟი. თუნდაც, მაკმერფი.

ჯორდანი სპორტის მიქელანჯელოა. და, მაიკლმა თავისი დავითი შექმნა, თაობებს დაუტოვა.

ჯორდანმა ექვსჯერ გაიყვანა ჩიკაგო ფინალში. ჯორდანმა ექვსჯერ მოიგო ფინალი. ჯორდანი ექვსჯერ იმ ფინალების MVP გახდა.

 

Image result for michael jordan

 

 

ათი წლის წინ მაიკლი კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. და მაიკლი იმ დარბაზზე დიდია.

ჩიკაგოზე ფილმის დასრულების შემდეგ მაიკლი კიდევ 18 მილიონს მიიღებს. წლის ბოლომდე უნდა ეყოს.

 

Image result for michael jordan elegant

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.