რეალმა ისკოს კარისკენ მიუთითა

რეალის შავ სიას ისკოც შეემატა

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ისკო ზაფხულში რეალს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბლანკოსი მზადაა ფეხბურთელი 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს. აქვე გეტყვით, რომ მისი გადაბირება იუვენტუსს და სიტის სურთ.

 

ისკო რეალში 2013 წლის ზაფხულში, მალაგადან გადავიდა. იგი მალევე გუნდისთვის დიდ ძალად იქცა და ბლანკოსის წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა. 27 წლის ფეხბურთელმა რეალთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა (4), უეფას სუპერთასი (3) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (4) მოიგო. ბოლო სეზონში ისკომ 37 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანელის გარდა, რეალი გარეთ ბეილის გასხვისებასაც აპირებს. დიდი ალბათობით გუნდს მალე, ხამეს როდრიგესიც დატოვებს.