გოგა ბითაძე. პერსპექტივა NBA-ში

ინდიანა გოგა ბითაძეს კარგ სათამაშო დროს მისცემს. ინდიანა კარგ, მოძრავ მაღლებს ყოველთვის ენდობა.

ინდიანა გოგა ბითაძეს კარგ სათამაშო დროს მისცემს. ინდიანა კარგ, მოძრავ მაღლებს ყოველთვის ენდობა. ინდიანაში სოლირებდნენ ელეგანტური ჰოლანდიელი რიკ სმითსი, მიმწოლი გერმანელი დეტლეფ შრემფი, აგრესიული ოსტინ კროშირი. შრემფი და კროშირი მეოთხე ნომრები იყვნენ. ინდიანაში გოგა ბითაძეს ელოდებიან. და ჩვენი ბიჭი გუნდს, საკუთარ თავს დაეხმარება.

პეისერზმა არ შეინარჩუნა დაფასებული ვეტერანი ტადეუშ იანგი, რომელიც კარიერას ჩიკაგოში გააგრძელებს. იანგი ამ გუნდის საუკეთესო პერსონალური დამცველი იყო. გუნდი სანდო მეოთხე ნომრის გარეშე დარჩა.

 

Image result for goga bitadze pacers

 

 

პეისერზის მომავალი ნიჭიერ და არასტაბილურ ცენტრს მაილზ ტერნერს უკავშირდება, რომელსაც გუნდთან ბევრწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ტერნერი არასტაბილურია. ტერნერი ყოველთვის არ არის საკმარისად მოტივირებული. ტერნერი თავის საშუალო სტატისტიკაზე (13.3 ქულა, 7.2 მოხსნა) ბევრად კარგია. და ტერნერისთვის ეს გადამწყვეტი სეზონი იქნება. მაილზი 23 წლის მონსტრია, რომელსაც კარგი მოტივატორი და სწრაფი გამთამაშებელი სჭირდება. ინდიანამ სწორი სვლები გააკეთა და პირველ ნომერზე მალკოლმ ბროგდონი იდგება. ის, მილუოკიში ბერძენ ლეოპარდს რომ ეხმარებოდა. ბროგდონი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა პირველი ნომერია (შარშან - 15.6 ქულა, 4.5 მოხსნა, 3.2 პასი).

პეისერზში ენდობიან კიდევ ერთ მაღალს, 23 წლის დომანტას საბონისს, რომელიც ნომინალურად მძიმე ფორვარდია და დგება ცენტრზე. საბონისი ტერნერზე აკურატული, მაგრამ ოდნავ ზანტი ცენტრია. საბონისს ტერნერზე უკეთესი პასი აქვს და ლიტველი უკეთ კითხულობს თამაშს, მაგრამ ტერნერი ამერიკელია და მას უფრო ენდობიან. ჯერ, ენდობიან. საბონისი შარშან საშუალოდ 14.1 ქულას, 9.3 მოხნას, 2.9 შედეგიან გადაცემას იღებდა. ლიტველმა თამაშიდან სროლების თითქმის 60 პროცენტი გამოიყენა და იშვიათად, მაგრამ აგდებდა სამიანებსაც. ლიტველი ინდიანაში მალე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

 

Image result for goga bitadze pacers

 

 

ბითაძე პერსპექტივაში, ორივეზე კარგია. გოგა უჯოკრავს ბიჭებს ასაკით (19).  გოგას აქვს უკეთესი სროლა შორი დისტანციიდან. გოგას უკეთ ამოაქვს ბურთი პერიმეტრზე. ევროლიგა ან ადრიატიკის ლიგა არ არის NBA, მაგრამ ბითაძე იგივეს აქაც გააკეთებს.

გოგა შარშან ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა იყო. საშუალოდ 12.1 ქულა, 6.4 მოხსნა, 2.3 დაფარება. ბითაძე გახდა საუკეთესო ახალგაზრდა ევროლიგაზე. პირველი ცენტრი, რომელიც ანდრეა ბარნიანის შემდეგ გამოარჩიეს. ბითაძეს აქვს კარგი კოორდინაცია. ხანდახან, არის პრობლემები, როდესაც გოგა გაცვლის შედეგად დაბალზე გადადის და კარგავს პოზიციას ან - მოწინააღმდეგეს, მაგრამ ეს უნდა გამოსწორდეს.

 

Image result for goga bitadze pacers

 

გოგაზე საუბარი კიდევ შეიძლება. ინდიანაზეც. დღეს, აქ ვჩერდებით და უახლოეს დღეებში პეისერზის საფლეიოფო პერსპექტივები გავიაროთ.