ჰაკუჰომ მიტაკეუმი დოჰიოდან გაიტანა!

იოკოძუნების ორთაბრძოლები ერთ  ლინკზე

ბაშო ოძეკების გარეშე დარჩა. ოთხივე ჩემპიონს ტრავმა აწუხებს, დადებითი ბალანსი კი მხოლოდ ტაკაიასუმ დააფიქსირა. ბურთი და მოედანი იოკოძუნების ხელშია, მათთან ახლოს 10 გამარჯვებითა  და ორი მარცხით  მხოლოდ  ტერუცუიოშია, თუმცა  მას სერიოზულ კონკურენტად არავინ განიხილავს. 

 

დღის ცენტრალური ორთაბრძოლა იოკოძუნა ჰაკუჰოსა და სეკივაკე მიტაკეუმის შორის გაიმართა. შერკინება საკმაოდ ხანგრძილივი გამოდგა, რომელშიც  თეთრმა ფენიქსმა იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით) მოწინააღმდეგე  დოჰიოდან გადაიყვანა.

 

 

კაკურიუ ამ ბაშოზე ფენომენალურად ასპარეზობს. მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა უკვე მეთორმეტე მეტოქე დაამარცხა, თანაც ისე, რომ მისი ძელვა ჯერ ვერავინ მოახრხა. წეროდრაკონის შემდეგი "მსხვერპლი", სოსოჰარაიას კიმარიტეთი, ჩიოტაირიუ გამოდგა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.