10 საინტერესო ფაქტი, მაკგრეგორის მდიდრული ცხოვრებიდან

ფაქტები ირლანიდელი მებრძოლის ცხოვრებიდან

კონორ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ჟურნალისტ, ჯიმი ფალონთან ინტერვიუში 31 წლის მებრძოლმა განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი მშვიდი ცხოვრებისთვის ემზადება და მან, კარიერის განმვალობაში ბევრს მიაღწია.

 

UFC- ის ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავს, ოქტაგონზე და მის მიღმაც ბევრი გამარჯვებებისა თუ სკანდალის „კოლექცია“ აქვს.

 

Celebrity Net Worth- ის ცნობით, მაკგრეგორის ქონება 110 მილიონ დოლარს შეადგენს, მან ასევე ვისკის საკუთარი ბრენდი შექმნა, ასე რომ, მისი სიმდიდრე წლების შემდეგ უფრო გაიზრდება.

 

სუპერვარსკვლავს, არც მორცხვი ცხოვრების სტილი აქვს და არც პუბლიკასთან კომუნიკაციას ერიდება.

 

გთავაზობთ, 10 საინტერესო ფაქტს მაკგრეგორის მდიდრული ცხოვრებიდან

 

10. როდესაც, კონორ მაკგრეგორი ოფიციალური მილიონერი გახდა, 2015 წელს, მან მისი მშობლები და ორი და ირლანდიაში, განსაკუთრებულ სადილზე დაპატიჟა. მიზეზი? კონორის კარიერაში ახალი და წარმატებული ნაბიჯის აღნიშვნა იყო, მაგრამ მას ასევე ძალიან დიდი სიურპრიზი ჰქონდა დაგეგმილი ოჯახისთვის.

„მე თითოეულ მათგანს ხელში ჩავუდე ქვითარი ცალ-ცალკე ანგარიშით. მთელი ოჯახი ახლიდან დაიბადა,“- თქვა მაკრეგორმა ერთ-ერთ შოუში.

სადილის დროს კონორმა ოჯახს აცნობა, რომ მათ მუშაობა არასოდეს მოუწევდათ და თითოუელ მათგანს, მე-5 სერიის BMW-ს მარკის ავტომობილები აჩუქა.

 

დაკავშირებული სურათი

9. მაკრგერგორი მანქანების ფანატია. საავტომობილო კოლექციის შესავსებად ის არანაირ თანხას არ იშურებს. მას სულ მცირე 15 ავტომობილი ყავს ავტოფარეხში.ლამბორჯინი კონორის ფავორიტია და მისი რამოდენიმე მოდელი ჰყავს: ლამბორჯინი ავენტადორი, Huracan AV10 და ა.შ.

მის კოლექციაში ასევე გვხვდება: McLaren 12 C, Corvette Stingray, BMW 18, McLaren P1 და სხვა მრავალი.

მისი კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვან მანქანას დიდ ფინანსებთან საერთო არ აქვს, მაგრამ ემოციური დატვირთვით სარგებლობს. კონორს ასევე ჰყავს Vauxhall Astra, რომელიც მისთვის პირველი მანქანაა და მაშინ შეიძინა, როდესაც ბრძოლა დაიწყო.

conor mcgregor with cars-ის სურათის შედეგი 

 

8.მაკგრეგორმა 2 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი შეიძინა ირლანდიაში, სადაც მეგობარ გოგონასთან, დე ლისთან ერთად ცხოვრობს. ვილა, ქვეყნის ყველაზე ექსკლუზიურ ადგილზე მდებარეობს.

 

დიდი ხანი მებრძოლი და მისი შეყვარებული კონორის მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ. წყვილს, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილში აქვთ მდიდრული სახლები, მაგალითად: 1.7 მილიონ დოლარიანი ვილა მარბელაზე (ესპანეთი), რომელსაც სპეციალური სავარჯიშო, ბოულინგის დარბაზი და საცურაო აუზი აქვს.  ასევე ლას ვეგასში შთამბეჭდავი აგარაკი.

 

conor mcgregor house-ის სურათის შედეგი

 

7. მაკგრეგორი მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ხარჯავს, ირლანდიელი ქველმოქმედებაშიც არის ჩართული. 2019 წლის მაისში, მან 8 სახლის მშენებლობა გამოაცხადა უსახლკარო ხალხისთვის, სახლები ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მდებარეობს. UFC- ის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მშენებლობა მალე დასრულდება და ყველაგერი კარგად მიდის.

 

„ჩვენ გვაქვს 8 სახლი, რომელიც დასასრულს უახლოვდება, მოუთმენლად ველი, ხალხი გავაბედნიერო, ’’ კონორმა ეს განცხადება სოციალურ მედიაში გააკეთა.

სახლები სამი საძინებლით, კეთილმოწყობილი და ყველანაირი კომფორტით რაც კი ოჯახს სჭირდება.

 

დაკავშირებული სურათი

 

6. „როდესაც დიდ ბრძოლას ვიგებ და ჯილდოს ვღებულობ, მაშინვე საათს ვყიდულობ და მას მარცხენა მაჯაზე ვიკეთებ,’’ - ეს სიტყვები კონრომა Haute Time- სთან ინტერვიუში თქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას საათების უდიდესი კოლექცია აქვს. Sun-ის ცნობით, მისი საათების საერთო ღირებულება 700 ათას დოლარამდეა განსაზღვრული. პრესკონფერენციაზე ან სოციალურ მედიაში, ჩვენ ხშირად ვხედავთ კონორს, რომელიც ატარებს მდიდრულ საათებს, როგორიცაა: Rolex ,Patek Philippe და Audemars Piguet.

ყველაზე ძვირადღირებული საათი, რომელიც კონორზე შენიშნეს Patek Philippe Rose Gold Nautilus იყო. საათის ნაწილი ოქროსგან შედგება და მისი ღირებულება დაახლოებით 100 ათასი დოლარია.

 

conor mcgregor watches-ის სურათის შედეგი

 

5. მაკგრეგორი ჩაცმულობას დიდ ყურადღებას უთმობს და ფეხსაცმელი ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. კონორმა ვიდეო გააზიარა, სადაც ის მისი ფეხსაცმელების კოლექციას გვიჩვენებს. უმეტესი ნაწილი, Gucci- ს ბრენდისაა. Sun-ს ცნობით, Gucci- ს ფეხსაცმელების საერთო ფასი 6 ათას დოლარამდეა. კონორმა ასევე გამოაქვეყნა სურათი, სადაც ის 750 დოლარიან Jimmy Choos’- ს ატარებს.

conor mcgregor in gucci shoes-ის სურათის შედეგი 

 

4.2017 წელს კონორი პუბლიკის წინაშე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იმიჯით წარსდგა. Gucci- ს ქურთუკი წაულას ბეწვით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ბეწვეულია. ქურთუკის ზურგზე ამოტვიფრული ჰქონდა გველი. ქურთუკის პატარა ნაჭერი დაახლოებით 30 დოლარი ღირს. რა თქმა უნდა, ნატურალური ბეწვის ტარების გამო კონორმა ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ ამისთვის მას ყურადღება არ მიუქცევია.

ქურთუკის ღირებულება დაახლოებით 150 ათასი დოლარს შეადგენს.

 

conor mcgregor in coat-ის სურათის შედეგი

 

3. 2016 წელს მაკგრეგორმა პროფესიონალურ კარიერაში პირველად იგემა დამარცების გემო. ოპონენტ ნიკ დიაზს რემატჩი მოთხოვა, რომელიც ლას ვეგასში გაიმართა.

„სავარჯიშო დარბაზები, მანქანები, ფრენები, საცხოვრებლები, - როდესაც მე ეს განვსაზღვრე ჩვენ 300 ათას დოლარს გადავაბიჯეთ. ეს ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ რასაც ვაკეთებ ეს უფრო დიდია. ასე რომ დიდ სურათში ეს უფრო პატარად ჩანს,’’ - განაცხადა მაკგრეგორმა ESPN- თან ინტერვიუში. ეს ყველაფერი ერთი რევანშისთვის დიდი დანახარჯია, მაგრამ საბოლოოდ კონორმა იმავე წელს მიაღწია სასურველ შედეგს და აღნიშნულ ბრძოლაში გაიმარჯვა.

 

conor mcgregor nick diaz-ის სურათის შედეგი

2. როდესაც მაკრგორმა ლას ვეგასში ბრძოლა მოიგო, ვეგასის სანაპირო კლუბის წვეულებაზე მივიდა. კლუბში მყოფი ხალხი მას ძალიან თბილად დახვდა, მისი ფანების საუკეთესო ნაწილი კი გზაში იყო. Craziest Sports Night- ის ცნობით, იმ საღამოს სასმელი კონორის იყო, რაშიც დაახლოებით 100 ათასი დოლარი დახარჯა. ეს რაოდენობა ბევრისთვის. რა თქმა უნდა, არანორმალურია, მაგრამ იმ დღეს კონორმა, 30 მილიონი დოლარი მიიღო. შესაძლოა ეს იყო ერთ-ერთი გზა, რომ საკუთარი მხურვალე ქომაგისთვის მადლობა გადაეხადა და გამარჯვება მათთან ერთად ეზეიმა.

 

conor mcgregor in party-ის სურათის შედეგი

 

  • 1. კონორი ისე სერიოზულად გამოიყურება, როგორც ის ჩხუბობს. ის ძალიან დამოკიდებულია მის პიჯაკებზე. TMZ- ს ცნობით, მისი პერსონალური დიზაინერ-მკერავი დევიდ აგუსტი პიჯაკის შეკერვაში, დაახლოებით 4 ათასი დოლარიდან, 10 ათას დოლრამდე  იღებს.

 

„ მას უყვარს ვიწრო, გრძელი, ტანზე კარგად მორგებული პიჯაკები, მისი ზომა ხშირად იცვლება, რაც დამოკიდებულია კონორის ბრძოლებზე. ამის გამო, ჩვენ, მას ყოველთვის ვუღებთ ზომებს, რადგან ზუსტად დავადგინოთ, რომ პიჯაკი იდეალურად ერგება მას,“ - განაცხადა დიზაინერმა.

 

conor mcgregor in suit-ის სურათის შედეგი