ძუძუს ამბავი

რატომ მოიჭრა სიმონამ მკერდი? 

13 ივლისს რუმინელმა სიმონა ჰალეპმა უიმბლდონი მოიგო. ეს მისი მეორე გამარჯვება გახლდათ დიდი სლემის ტურნირებზე.



მართლაც დაუღალავი და ვერცხლის წყალივით მოძრავი სიმონას მოგვიანებით სერენა უილიამსმა მას „პატარა ელექტროსადგური“ უწოდა. ჰალეპი უკვე ყველას აოცებს თავისი თამაშით.

 



თუმცა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ჩოგბურთისთვის მან სხეულის ნაწილი შესწირა. პირდაპირი გაგებით. ადრე, სიმონას ერთობ დიდრონი მკერდი ჰქონდა და ეს თამაშში ხელს უშლიდა. ამიტომ მან ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა, 17 წლისამ, მკერდის დაპატარავება გადაწყვიტა და ქირურგიულ ჩარევასაც დათანხმდა.



მართლაც უცნაური ამბავია. მთელ მსოფლიოში ქალბატონები მკერდის გადიდებას ცდილობენ, ამან კი დაიპატარავა.



„ეს არის ზედმეტი წონა, რომელიც ძალიან მაწუხებს. თამაშისას კი დიდ დისკომფორტს მიქმნის. თუმცა ეს მხოლოდ კარიერის გამო არ გამიკეთებია. სპორტსმენიც რომ არ ვყოფილიყავი, მაინც იმავეს ვიზამდი,“ - ამბობს ჰალეპი.



მისი მწვრთნელი ვიმ ფისეტე კი ამატებს: „მაშინ არ ვიცნობდი, თუმცა ფოტოები ნანახი მქონდა. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და კარგადაც მოიქცა. მართლაც თამამი გადაწყვეტილება გახლდათ.“

 



ჰალეპმა ოპერაცია 2009 წელს გაიკეთა, ერთი წლით ადრე კი იუნიორთა როლან გაროსი მოიგო.



ქირურგიულმა ჩარევამ შედეგი გამოიღო, რამდენიმე წელიწადში ის მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა.



დიდი სლემის ტურნირში პირველად მან შარშან გაიმარჯვა - როლან გაროსზე (თუმცა მანამდე ამ ტურნირის ფინალში ორჯერ იყო), წლეულს კი ამას უიმბლდონის ტრიუმფიც დაუმატა...