დე ლიხტი ბავშვობიდან იუვეს გულშემატკივრობდა (+ფოტო)

დე ლიხტმა ბავშვობის სურათი გამოაქვეყნა

მატიის დე ლიხტი მთელი ცხოვრება იუვენტუსს ქომაგობდა. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მისი ბავშვობის სურათი გამოაქვეყნა, სადაც ამ კლუბის ფორმა აცვია.

 

„ყოველთვის იტალიური დაცვის გულშემატკივარი ვიყავი. ჩემთვის მისაბაძი მაგალითები: ნესტა, მალდინი, ბარეზი, შირეა და კანავარო იყვნენ.

 

გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. მოლაპარაკებების პროცესში, იუვეს მიმართ ნდობა გამიჩნდა.  ჩემი დამატების ყველაზე დიდი სურვილი იტალიელებს ჰქონდათ“, - თქვა დე ლიხტმა.