ბარსელონამ როისიც მოინდომა

ბლაუგრანა მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის მოლოდინშია

მარკო როისმა შესაძლოა მალე ბარსელონას მაისურა მოირგოს. Sport.es-ის ინფორმაციით, ბლაუგრანას შეფებს მისი გადაბირება სურთ. ამ თემაზე თავად ფეხბურთელის პოზიცია უცნობია.

 

აღსანიშნავია, რომ ბარსას როისის შეძენა 2015 წლის ზაფხულშიც სურდა, თუმცა ფეხბურთელმა დორტმუნდს უერთგულა. როისი ბორუსიაში 2012 წლის ზაფხულში მიონხენგლადბახიდან გადავიდა და გუნდის ერთერთ ლიდერად იქცა. ფეხბურთელის გადაბირება სხვადასხვა დროს მანჩესტერს, ლივერპულს, ბაიერნს და რეალსაც სურდათ. ბოლო სეზონში გერმანელმა 36 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.