ტორპედო ევროპის ლიგას გამოეთიშა

ბადიბანგამ ტორპედო ისევ გაამწარა 

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე შედგა, სადაც ქუთაისის ტორპედომ კახა ცხადაძის გაწვრთნილი ორდაბასი მიიღო და 0:2 დამარცხდა.

 

პირველი მატჩისგან განსხვავებით (0:1), რომელიც ქუთაისელებმა მეორე ნომრად თამაშში გაატარეს და აქცენტი კარის მშრალად შენახვაზე გააკეთეს, ამჯერად, საქართველოს ექს-ჩემპიონმა საწყისი წუთებიდანვე აქტიურად შეუტია და მეტოქის კარის აღება სცადა.

 

პირველ ნახევარში კახა ჩხეტიანის გუნდის უპირატესობა გაცილებით შესამჩნევი იყო. ქუთაისელები ბურთს აკონტროლებდნენ და მეტოქეს თამაშის მიმდინარეობას კარნახობდნენ. 

 

ტორპედოს მალევე რეალური ეპიზოდიც შეექმნა. გრიგოლ დოლიძე მეკარის პირისპირ თავისუფალ ზონაში აღმოჩნდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. 

 

ორადაბასმა პირველი ეპიზოდი მხოლოდ და მხოლოდ 36-ე წუთზე შექმნა, მაშინ როდესაც ქართულ გუნდს მეტოქის კარში ზუსტად უკვე ორჯერ დაერტყა. 

 

მეორე ნახევრში ყაზახებმა შედარებით მოუმატეს და მათი კონტრშეტევები უფრო მწვავე გახდა, მაგრამ ამას თამაშის მიმდინარეობაზე არ უმოქმედია. ქუთაისელებმა ინიციატივა არ დათმეს, ორი მატჩის განმავლობაში წონასწორობის აღდგენას ლამობდნენ. 

 

განსაკუთრებით აქტიური მათე ცინცაძე იყო, ვინაც გარდა იერიშების წარმართვისა, დაცვით ფუნქციებსაც ითავსებდა. 

 

65-ე წუთიდან სტუმრები გააქტიურდნენ, რაც მოედანზე მათი ლიდერის ბადიბანგას შემოსვლამ გამოიწვია, რომელსაც ტორპედო შერიფის შემადგენლობაში თამაშისასაც დაუმწუხრებია

 

ორდაბასმა მოუმატა და ინიციატივა გადაიბარა. 82-ე წუთზე, ქუთაისელთა საჯარიმოში არეულობას მეჰანოვიჩის ზუსტი დარტყმა და გაშვებული გოლი მოჰყვა. 

 

ტორპედომ სიტუაციის განმუხტვა ვეღარ მოახერხა და ფსიქოლოგიურად გატეხილმა გუნდმა მატჩის უკანასკნელ წუთზე ბადიბანგასგან კიდევ ერთი გოლი გაუშვა. 

 

ქუთაისელებმა ორი მატჩის ჯამში (0:3) წააგეს და ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულეს. კახა ცხადაძის გუნდი კი ევროსარბიელზე გამოსვლას განაგრძობს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.