ჩხეტიანი: ტორპედოს მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა

ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრა 

ქუთაისის ტორპედო ევროპის ლიგას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. საქართველოს 2017 წლის ჩემპიონმა ყაზახურ ორდაბასთან მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ჩატარებული საპასუხო მატჩი 0:2 წააგო. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრა. 

 

"კახა ცხადაძის გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. ბიჭებმა ისე ითამაშეს, როგორც არ მოველოდით. ამ გუნდს პოტენციალი აქვს, რაც მომავლის იმედს მაძლევს. პირველ ნახევარში ჩვენი თამაში მთლიანად ფეხბურთელების ნიჭიერების დამსახურებაა. 

 

არ ვიცი რა გველის მომავალში. ყველაფერს ამ დღეებში გავარკვევთ. წინ ძალიან სერიოზული საუბრები გველის. რამდენიმე დღეში ყველაფერს ნათელი მოეფინება. არ ვიცით რა ელის კლუბს. ვინ დარჩება, ვინ წავა ან რა ფორმით გააგრძელეს ტორპედო არსებობას. გუნდი სამი დღე ისვენებს, მერე კი ყველაფერი გადაწყდება. ამ პროცესის გაწელვა აღარ შეიძლება",-თქვა ჩხეტიანმა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.